Sunday, June 10, 2012

დაწნული კაცი


გასული ღამე თავსდამათენდა. ვფიქრობდი ბევრს ჩემზე. იმაზე ვცხოვრობ თუ არა ისე, როგორც ამას მასწავლიდნენ?  რადგან მორჩილება აქამდე ყველაზე სწორი მეგონა. უკვე დიდი ხანია ეჭვი მეპარება.
დრო იყო მივმხვდარიყავი დროს რაში ვხარჯავ. ამისთვის ერთი გზა დამრჩენოდა (დროში უნდა მემოგზაურა).
ვიცი შეშლილი ვარ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის.
მე წარმოვიდგინე მომავალი, რომელსაც ჩემს სიცოცხლეში ვნახავ და ის მომავალიც, რომელსაც ვერაფრით ვნახავ, რადგან სიცოცხლე ყოველთვის არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი ნახო. ჩემი წარმოსახვითი ცხოვრება რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ის აქამდელს არ გავდა. არცერთ აქ ნასწავლს იქ ფასი არ ედო.
ჩვენი დროის ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობისაა მხლოდდამხოლოდ დედამიწის მაშტაბით. მომავლის ადამიანებს ჩვენზე მეტი ენახათ და სხვა ცივილიზაციებსაც აქტიურად ექომაგებოდნენ. ადამიანი არასოდეს ყოფილა სამყაროს უმაღლესი განვითარების ფორმა. ეს ჩვენ თვითონ მოვიგონეთ განდიდებისთვის. მომავლის ადამიანები მოგზაურობენ დროზე უფრო ჩქარა და მათ უკვდავება შეეძლოთ. მათი მტკიცებით, სიკვდილი შეზღუდული გონების  დაავადება ყოფილა, მარადიული ეპილეფსია და არარაობის შოკი. იქაურ ადამიანებს მოძღვარი არ ყავდათ და თვითგანკურნება შეეძლოთ. გაფიქრებით სურვილებს ისრულებდნენ და აქამდე მისასვლელად კაცობრიობას დღეის შემდეგ ასი ათასობით წელი არ ეყო. „გათიშული“ ადამიანები აუცილებლად მიხვდებიან, რომ იმ უხილავი ძალის ნაწილები არიან, რომელიც სამყაროს ეკუთვნის და ისინი დაიწყებენ შერიგებას მასთან. სამყაროს „შემორიგება“ მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ უფრო  რთული კაცობრიობის მომზადებაა სამაგისოდ.
ჩვენს შიგნით უფრო დიდი სამყაროა,რადგან ადამიანი თავად არის ჰიპერკოსმოსი. ვერაფრით დაიჯერებ, თუ გეტყვი,რომ ჩვენი სხეული უთვალავი პლანეტისგან შედგება, ჩვენში მზეც არის და მის გარშემო სიცოცხლეც ბევრია. წვრილმანები უფრო მცირე წვრილმანებისგან შედგება და მას არ აქვს დასარული.
            ის, რისი შექმნაც დღეს ადამიანის მეცნიერების დიდი წვალებით შეუძლია, თავად ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებში დევს. საფრენ აპარატს ვერასოდეს შევქმნიდით ფრენის შესაძლებლობა ჩვენს გონებაში რომ არ ყოფილიყო. თვითონ გონება ურთულესი კოდია და მისი ამოხსნა მხოლოდ ჩაღრმავებით, ან შეცდომებით შეიძლება. ჩვენ ახლა შეცდომების ეპოქაში ვცხოვრობთ.
            ადამიანებს ოდესმე არ ექნება კანონები, იდიოტური საზოგადოებები, რომელიც კი არ გვავითარებს, პირიქით გვზღუდავს და გვავიწროვებს.
            რატომ არ გიკვირთ ამდენსაც როგორ მივაღწიეთ ასეთ პირობებში?!
            ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს პარალელურ განზომილებებზე, უცხო ნივთიერებებზე და ახალ უშრეტ ენერგიებზე, რომლებიც დღესაც მოქმედებენ ჩვენზე.
            ჩემი ნათქვამი არ შეიძლება სხვებსაც მოეწონოს(სამაგისოდ ჩვენ ძალიან განვსხვავდებით).
არ შეიძლება ერთი გზით სხვებმაც იაროს დაუსრულებლად.
            მე ძალიან მინდა მეტი ვიცოდე.
მე ძლიან მინდა არ ვცდებოდე.
ავტოსტოპით შემოვივლიდი მთელ სამყაროს და მერე საკუთარ თავს დავუბრუნდები. დავჯდებოდი და წამის მეასედებს დავითვლიდი, თუ კი იქ სიმართლეს ვიპოვიდი.
            მე ვაჩუქებდი ყვავილს ყველა სიცოცხლეს და პატიებას ვთხოვდი ჩემს ბრმა მეგობარს იმისთვის, რომ ჩემი თავი მასზე უკეთესი მეგონა. გვიან აარაფერი არ არის, ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება _ ახალი სტარტით.
            საკუთარი თავის პოვნა მიჭირს, ვერ ვაკონტროლებ. ამიტომ რაც გამაჩნდა გადავმალე და ახლის გამოძერწვა დავიწყე. მგონია, ასე შევგროვდები დაწნულ კაცივით ხელოვნური და გრძნობებისგან გამომშრალი. რაც სულში დამრჩა დაქუცმაცებულ ფურცელზე ვტოვებ. უბიწო სულს უჯრაში ვინახავ ფარატინა ფურცლებზე დაწერილს, ჩემივე თავისგან რომ დავიცვა. ამიტომაც არ მენანება ჩემი თავი და ყოველ ჯერზე როცა საკუთარ სხეულს ვრყვნი, ან შევურაწვყოფ სულის უმანკოება უჯრაში მეზოგება.
            მე ყოველთვის მჯეროდა ერთის: „ამ ქვეყნად უბრალოდ არაფერი ხდება“