Sunday, March 31, 2013

კვირა



კვირის ერთადერთი უქმე დღე და უმეტყველო დილა, აქტიური კვირეულის დასასრული...
ამ დღეს ყოველთვის ადრიანად ვდგები, რომ სიჩუმის ბუნებას მივწვდე. ხალხისგან მიტოვებულ ბაღებში ხშირად ვხვდები მძინარე ქალაქს, რომელიც შუადღის თერთმეტამდე უჩქამოდ დუმს და ამ მოკლე დროში თავისუფლად სუნთქავს. ქუჩებში მიყრილი მანქანები, ცემენტისფერი კორპუსები, სახლები მდიდრული გალავნებით _ ჩვენ მიერ კომფირტისთვის შექმნილი ბუნების აჩრდილებია, რომლებიც დღის სხვა მონაკვეთში გაცილებით უფრო მიმზიდველი მეჩვენება.
კვირა დღეს, ზამთრის სუსხიანი დილაც მინახავს და ზაფხულის რძისფერი ნისლიც. განწმენდის საათი პედანტური სიზუსტით წელიწადის ნებისმიერ დროს, აუცილებლად ამ დღეს, დგება. სიმშვიდის მატერიით მოქსოვილი დროის ვიწრო მონაკვეთი და ტაძრის ნანგრევებს შეხიზნული მომხიბვლელი ბომჟური ცხოვრება წამებში მტირალა ჩვილივით აყვირდება და კიდევ ერთ კვირეულს ასე იხმაურებს.
ჯერ მაქვს საკმარისი დრო სიწყნარეში ფიქრისთვის, რათა მივიღო გადაწყვეტილება...
თუ მე აქამდე ვეძებდი ჩემს თავს, ვიპოვე კიდეც. ყოველ შემთხვევაში ვიცი მაინც ვინ ვარ, რა მინდა. ახლა შესაძლებლობების რეალიზების ჯერია. საკუთარი ადგილის პოვნა, აი, ამჯერად რა მაწუხებს მე! სხვების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ვხდები, რომ სამომავლოდ ბევრი თამაში მომიწევს უმნიშვნელო წარმატებისთვისაც. გრანდიოზული ტრაკის პრინციპით: „ვიღაცას უნდა შეუძვრე, ვიღაც უნდა შეიძვრინო!“ ჩვენთან ყველაზე კარგად ეს მუშაობს; ან კიდე მაგრად უნდა გაგიმართლოს, რომ ნათესაობა_ნაცნობობების აფერიზმს გადაურჩე.
მე არ ვებრძვი არავის და არაფერს, უბრალოდ ვერ ვუთმენ უნიჭობას!
ზოგჯერ მგონია, რომ ჯობდა საერთოდ ერთუჯრედიანი მინიმალისტი ვყოფილიყავი („ნაკლები ფიქრი = ნაკლებ საზრუნავს“, ასეთია პრიმიტიული კალკულაცია), მაგრამ არა! არა მგონია, პრაგმატიზმი ვამჯობინო ჩემს იდეალებისკენ მიმართულ რთულად მისაღწევ/მიღწევად იდეებს. კაიფი დაჭერიალია, ამას არაფერი ეშველება!
გამოსავალი?
გამოსავალს მე ვხედავ მომავალ კვირაში. აუცილებლად დავბრუნდები და ისევ თავს წავადგები მძინარე ქალაქს. აქ უნდა ვისწავლო ამ ქალაქივით ფიქრი! მე უნდა მივაღწიო სოციალურ გავსხივოსნებას! :D