სამყარო ზუსტად ისევე ვითარდება, როგორც ადამიანები
ვითარდებიან.
ვერაფერს შეცვლი!
არ ღირს, მოთქმა-გოდება იმაზე, თუ როგორი ცივები ვართ,
უგრძნობები და უსიცოცხლოები. ასევე სისულელეა დაგოიმდე და საკუთარ თავზე იტვირთო კოსმოპოლიტური
სამშვიდობო მისია უკეთესი მომავლისთვის.
დაიმახსოვრე!
ნებისმიერ შემთხვევაში ფალოცენტრული სამყაროს მიკროორგანიზმი
ხარ, სადაც სულ ვიღაცას უნდა გადაუსწრო და მიუსწრო, ძალად მიართვა,
ან ნებით მისცე.
სექსიზმი, სექსიზმი
everywhere!
ვცადე შემეცვალა. პროექტი „ორანჟერეა“ ადრეულ ასაკში
წამოვიწყე და ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ მქონდა რას ვაკეთებდი. რაღაც მომენტში ვთვლი,
რომ ახლაც სულდახუთული და დაკარგული ადამიანი ვარ, რომელიც სულ იმას ეძებს რაც არ არსებობს.
რაც შეეხება ჩემს ორანჟერეას, იქაურობა მცენარეების
ნაცვლად ადამიანური გრძნობებით გამოვტენე და გულდასმით ამოვძირკვე ყველა სარეველა ჩემი
აუტანელი ხასიათიდან. ასე ავყევი ჩემს დაუხვეწელ სურვილებს და იმის მაგივრად, რომ უბრალოდ
მეცხოვრა უადგილოდ უნიჭო მორალისტობა დავიწყე...
ახლა გავიგე ეს დედაიმასქნილი, რომ მარტო ვარ ამ სამყაროში
და ვერანაირი ორანჟერეა ვერ დამეხმარება!
ვხვდები, რომ ყველას მაგრად გახატიათ თვალსაწიერს იქეთ
რამე თუ ხდება საერთოდ!
ვინ გაგამტყუნებთ? მე ნამდვილად არა.
უბრალოდ, ამ დამპალ ცხოვრებაში მინდა, რომ ერთხელ მაინც
მართალი ვიყო და მისგან ის მივიღო რასაც ველოდები.
არ მინდა, მუშა ვირად მაქციოს რეალობამ ელემენტარულისთვის,
თორემ არც ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება, თუ გამიჯანჯლებს.
მარტივია, ბედნიერებას წვრილმანები ასაზრდოებენ და სანამ
გჯერა, სანამ ნებისყოფა გეყოფა უნდა ცადო მაინც ასე რამეს მიაღწიო.არ ვნებდები!
ბევრს ვცდილობ და ჩემს ფეხებს თუ არაფერი გამოვა!
გთავაზობთ მეწამულ ღვინოს და ტოსტს... ცხოვრება ჯერ კიდევ მშვენიერია! ;)