იქედან გამომდინარე, რომ ყველას გვიზიდავს სიშიშვლე, გთავაზობთ დავიწყოთ გახდა...
ოპს... STOP…
გამაკვირვე მეგობარო, შენთვის გახდა სექსია?! გაგიბრაზდებოდი, მაგრამ ჩემთვისაც ეგრეა : ) ცუდია, კარგია არ მაინტერესებს. ასეა და მორჩა!..
არა, დღეს არავითარი სექს სეანსი არ გვექნება! თან ეგ უინტერესო თემაა. დამღალა ამდენმა სექს რევოლუციონერებმა, სექს პათოლოგებმა, სექს „ბომბებმა“ და ტრანს სექსუალურმა ავადმყოფებებმა (ყველამ საკუთარ „ტ“–ს მიხედოს). ვიღაცისთვის იყოს საზოგადოებრივი მოვლენა, ჩემთვის პირადულია...
ჰო, ახლა დავუბრუნდეთ თემას და მიწაზე დავებერტყოთ. სოფელში დავიბადე. ისე ქალაქია, მაგრამ მირჩევნია სოფელი ერვას. იგი სოფელზე დიდია და ქალაქზე პატარა. შუალედური კი არაფერი მიყვარს. ამჟამად თბილისში ვსწავლობ...
მმმ... სიყვარული?!
სიყვარულით „მყვარებია“, მაგრამ უნარი არ მაქვს, გამოხატვა არ შემიძლია. ალბათ, იმიტომ, რომ ავად ვარ. სპეციფიური დაავადება, რომელსაც მე „სიყვარულის აღქმის უნარის უკმარისობას“ ვეძახი(გრძელიცაა და არც ვიცი რამდენად გამართულია). წესით, ბევრი უნდა მიყვარდეს, მაგრამ რად გინდა უგრძნობი ვარ. თუ მკითხავენ მეც ვიტყვი მიყვარს მამა, დედა, და, მეგობარი, ჩემი ძაღლი მეთქი, მაგრამ რომ დავძებნო ვერ მივაგნებ სად მიყვარს, როგორ მიყვარს, ან რამდენად მიყვარს. იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული ასეთია: „ მიყვარს, თუ რა თქმა უნდა არ მძულს“. ჩემი და ძილის წინ ყოველთვის შუბლზე მკოცნის, მე კი მხოლოდ მაღიზიანებს ასე რომ იქცევა. ალბათ იმიტომ, რომ მისი უნარის მშურს. მე კი უუნარო ვარ და მსგავსი სურვილიც არასოდეს გამჩენია. მაწუხებს, როცა დედა პატარასავით მეფერება და მოშორებით, მარტო ვიჯდე მირჩევნია. ამ თავისებურებას ვერაფერს ვუხერზებ...
გონება მთლიანად გადართულია უცნაურ ფიქრზე და გარედან უყურადღებობას გავს ყველაფერი. ელემენტარული, მე მავიწყდება ყველას დაბადების დღე (მათ შორის ჩემიც. თუ გინდა ნუ დაიჯერებ), ამიტომ მილოცვა ყოველთვის იწყება ბოდიშით. წელს ჩემს მონათლულსაც ორი კვირის დაგვიანებით მივულოცე(მაპატიე დემ...) და მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ უფრო გვიანაც შეიძლებოდა გამხსენებოდა... : )
მე თვითკმაყოფილი „გრეშნიკი“ ვარ, რადგან მაქვს „odnoklassniki“. აქამდე მხოლოდ მე და რამდენიმემ ვიცოდი, რომ რძე ძროხისგან „მოიპოვებოდა“ და არა რძის ფხვნილისგან(ესეც ერთგვარი „გრეხი“ ყოფილა თურმე). არ დავდივარ დახეული კედებით. საუბრისას იშვიათად ვხმარობ სლენგს, იმიტომ რომ იშვიათად ვლაპარაკობ. მიყვარს ზამთარი ჭუჭყიანი თოვლითაც. დღისით მძინავს და ღამის ცხოვრება უფრო მიზიდავს. საშიშიც ვარ, როცა საფრთხე ჩემს კუთვნილებას ეხება. მანდ არავის დაეთმობა ჩემგან საზღვრების ამბავში. არ ვოცნებობ ლიდერობაზე, თუმცა მომწონს როცა ვინმესთვის ჩემი სიტყვა რამეს ნიშნავს. ვერ ვიტან აფერისტებს და მაინც შეყვარებული ვარ ნიჭიერ აფიორაზე. მინდა პირადაპირ ვუთხრა რამდენიმეს როგორი „კვერცხია“, მაგრამ მათი გაჭირვებაც ეყოფათ. ვერ ვმეგობრობ ჩემნაირ ტიპებთან, მითუმეტეს უთქმელად მესმის მათი. მაღიზიანებს კრიტიკა, თუ მოკლე არ არის და ჭკუას მარიგებს...
სისულელე?
იიფ... რამდენიც გინდა. არა, ვიტყუები. სისულელეები არასდროს მიკეთებია. არც ხიდიდან გადამიფსამს, არც მანქანის საქარე მინზე გამიკრია გომბეშო, არც შურისძებით მისვრია რაფიელისთვის ის ქვა, არც ინდაური მომიკლავს ჩანგლით, არც თოფის სროლა არ ვიცი და მეზობლის ძაღლს სამიძნეში როგორ ამოვიღებდი?! ჰო, მე არ ვიცი ვინ ქნა, სუფთა ვარ და არცაა საჭირო დიდი ხნის საიდუმლოებების ახლა გაშიშვლება. თორემ პასუხის გება არც ახლაა გვიან მეზობლის ძაღლის ჩაძაღლებისთვის. ღირსი იყო, ძუკმნა!..
ცხოვრებაში ყველაზე კარგად რაც გამომდის ირონიაა, იშვითი სარკაზმიც და ძოგჯერ სანანებელი მიხდება (ოღონდ, სინდისის ქეჯნა აქ არაფერ შუაშია). მხოლოდ იმიტომ, რომ რატომ უარესი ვერ მოვიფიქრე მეთქი. ზემოთ ვთქვი ლაპარაკი არ მიყვარს მეთქი, მაგრამ ვერ ვიტან სხვები, რომ დუმან და საზოგადო დუმილი მაიძულებს მე რამე ვთქვა (ეს ერთი ფსიქიკური მუშტი), მერე საუბარს რომ მაწყვეტინებენ (მეორე მუშტი) მაშინ და ყველაფრის პიკია, როცა აღმოვაჩენ რომ ვიღაცას თურმე ჩემი აზრის გასაგრძელებლად, ან უარესი, განსავრცობად გავუჩერებივარ (აი, მაშინ „ერხევა“ ყველას)...
ახლა ამ ნაწერს თავიდან გადავხედე და მგონი ზედმეტად თვითდაჯერებული, ეგოისტური პოსტი დავწერე, მაგრამ შეჩვეული ვარ ასეთი ვჩანდე. ბებია მეუბნება „ყეყეჩი ხარ შენ შვილოო“ და ეჭვიც არ მეპარება, რომ მართალია (თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ მისი მნიშვნელობით)...
მე მაცინებენ შეფუთული ადამიანები, რომლებიც რაღაცას მალავენ და სანაცვლოდ ვითომ უკეთესს აჩენენ...
მე მიყვარს სიშიშვლე...