დროსთან ერთად ცოტავდება სიყვარულიც...
ზოგჯერ რჩება მხოლოდ სიბრალული...
თვალწინ იცლება ქვიშის საათის ზედა სფერო და ივსება ქვედა. მოძრაობით იწყება სიცოცხლე...
სიცოცხლე მშვენიერია, თუმცა დაობდა გარემო ...
ყველაფერს, გარშემო, ერთფეროვნების მყრალი სუნი ასდის...
ყველამ "აბორტი" გაიკეთა სიახლეებზე და ვერც ვერავინ მშობიარობს ახალს...
"გაუპატიურებული" და "მძაძე" იგივეობა, ცხოვრების აზრი ხდება...
ადამიანი, ადამიანში დაეძებს ღმერთს. ვინ იცის, იქნებ იპოვოს...
დროსთან ერთად მტვრიანდება სიწმინდეც...
დგება მომენტი როცა ღმერთს ვეღარ გრძნობ საკუთარ არსში, სადღაც გებნევა, ან თვითონ კარგავ დაუდევრობით. თითქოს არაფერს აშავებ და მაინც იმდენად მძიმე სულთ დადიხარ, რომ ხედავ როგორ მოიწყვე აქ შენითვე ჯოჯოხეთი. რატომ? რა ჯანდაბისთვის? მხოლოდ ეს კითხვაღა გრჩება შენეული. პასუხებს ეძებ და ვერც იპოვი...
მარტო, თავს ვერასდროს უშველი და ამიტომაც გჭირება ვიღაც, ვისთვისაც დრო არაფერია, პასუხები შეუზღუდავი და მოსმენის ნებისყოფა უსაზღვრო...
ჰო,ასეთი ადამიანები არ იბადებიან, ასეთი მხოლოდ ღმერთია, რომელიც ერთია და მიუწვდომელი...
ბავშვობისას, ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა უშედეგოდ ვცდილობდით გვესაუბრა ღმერთთან, ან სადმე თვალი მოგვეკრა მაინც. ვბრაზდებოდით როცა არ გვეპასუხებოდა და ვერა გაგვეგო რა. მერე კი ისე დავეცით, რომ უკვე ადამიანებისგანაც ვერ ვღებულობთ სასურველ პასუხს და ეს არც გვაკვირვებს. ერთ ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ. არა და, არ უნდა იყოს ასე. გვაწუხებს იმის შეგრძნება, რომ ჩევენში ადამიანის წილი წინაზე უფრო მეტია, ვიდრე ღმერთის და მგონი სულ ასეც იყო. ვიღაც "მე" კი, რომელიც ჩვენში სახლობს და ჩვენად ვაცხადებთ. შეიძლება სულაც არ მოგვწონს, მაგრამ ხშირად მასთან ბრძოლის, შეგუებას ვარჩევთ.
როცა მნიშვნელოვანის, ან სასიკეთოს გაკეთება გვინდება, ისიც იშვიათად, მხოლოდ სურვილად ვტოვებთ და თავს არ ვიწუხებთ მისთვის...
მარადიულობას დავეძებთ და ვერ მივმხვდარვართ, ამით სიკვდილს რომ ვნატრობთ (მოკვდავები ვარ ცოტა ხნით, იქამდე სანამ სიცოცხლე გვყოფნის)...
დროსთან ერთად იცვლება შეხედულებები...
მოჩვენებითია რეალობა, მოჩვენებითი...
ცდები, თუ გგონია რომ იცის რა არის ბედნიერება...
მაინც ვერაფერს გაგაგებინებ თუ გეტყვი, რომ უბედური ხარ იმასთან ვისთანაც თავს ბედნიერად თვლი. სიყვარული? არა, არც სიყვარულია ბედნიერება. ცრემლი არის ბედნიერება. ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა იტანჯები. როცა გტკივა ბედნიერი ხარ, ოღონდ ვერ ხვდები და სხვა სახელს არქმევ. არ გეგონოს დროსთან ერთად წინ მიდიხარ. მითუმეთეს რომ დრო უკუთვლითია. თუ ოდესმე წინ წასულხარ ახალ გზაზე, აუცილებლად შეამჩნევდი ტალახზე შენს საწინააღმდეგოდ მოძრავ შენსავე ნაფეხურებს და მიხვდებოდი, რომ აქ უკვე ბევრი გივლია...
რომ შეიძლებოდეს, ფურთხს გავატანდით ყველაფერ ცუდს და მერე..? მერე..? თუმცა რა აზრი ექნებოდა, მერე ისევ იგივეს ჩავიდენდით. ალბათ, ისევ ფურთხით ვეცდებოდით თავის შველას, მერე ისევ...ისევ... და ისევ... ასე გაგრძელდებოდა, სანამ ჩვენსავე ნანერწყვალში თვითონვე არ ჩავიხრჩობოდით (დაგეთანხმებით, საზიზღარია რეალობა)... .
არ ვიცი ვისთვის როგორია ეს ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის ერთი ღამეც კი საკმაოდ ბევრია იმისთვის რომ დავიტანჯო, რომ ვთქვა მეყო აღარ შემიძლიათქო...
დროსთან ერთად შეიცვლება ყველაფერი...
მეცოდება ადამიანი, მეცოდებით მე თქვენ!!!
No comments:
Post a Comment