მიეცი ექშენი
გონებას, როცა ხელს გამოგიწვდის ტიპი მეზობელი საფლავიდან და შენი სიგარეტის ერთადერთ
ღერს გთხოვს. უარს ეტყვი? ლოგიკურია, ეს ხომ დედამონური სამყაროა, სადაც გარეწრობას
მკვდრებიც არ ეშვებიან. შენი დედაც მონურია ჯეკ და შენც იგივენაირი ოღრაში ხარ. თქვენ,
დამარხულნი მხოლოდ სიგარეტის ღერით განსხვავდებით და შენთვის ესეც ბევრია. ისე კი რეალურად
ორივენი სარკოფაგში წევხართ.
დედამონური სამყაროს
უღმერთო ბარიერები ჩემსა და შენს შორის დგანან. სოფი, შენ ამბობ, რომ ილუზორულია, წარმოსახვითია,
შიზოიდურია... ცხოვრება ნამდვილი არცაა, ეს არც თამაშია, უაზრო პაექრობაა, სადაც თავს
პაიკად ვგრძნობ და ვაფიქსირებ!
კარლ, ალბათ შენ
მაინც შეგინიშნავს შხამით ჩახუთულ ღამეში მეტროპოლიტენთან მიგდებული ამოუცნობი გვამი,
ეშმაკის სათამაშოსავით ცივი და ხმელი. ეს შენი „ულიმიტო“ სიყვარულია, რომელზეც ცოტა
ხნის წინ ხელი აიღე. გარყვნილი ხარ კარლ, მაგრამ შენც ადამიანი ხარ და მეცოდები.
ფერადი ტაბლეტები,
კრეკი და ნარკუშა
ოლი, შენ ხომ საერთოდ შემეცი!
სიდ, ამბობდი,
რომ გაღიზიანებს ორგანიზებული მათხოვრული პრემიერები ვაგონის შიგნით და ჯიბეგაფხეკილი
აუდიტორია ჭუჭყიან ხურდებს რომ არჩევს მოწყალების გასაღებად. მომრავლდნენ. შენ შენი
მაინც გააკეთე, შეეწიე, დაეხმარე, შეიწყალე _ შიმშილით კვდებიან!
ინაპლანეტელო
პოლ, თუ გინდა ჩვენ გვგავდე, პირველ რიგში შეიცანი დედამონია: აღზნება _ „მიყოლებული“
თვალის, ირიალური წარმოდგენები ფუფუნებაზე, ღვთაება _ მატერია, პორტატული ორგაზმი კომფორტზე,
დაცემულთათვის სპეციალური პრემია _ ინცესტი და ორალური არდადეგები დასავლურ სანაპიროზე.
მიირთვი, აიღე, ჩაიდე _ შენია!
ჩვენ, ყველანი
პრინციპულად განვსხვავდებით
ძვირფასო ნეი, არაერთგვაროვნად გვესმის სიცოცხლის არსიც, მაგრამ ეს დედამონური
ცხოვრება იმდენად შეზღუდულია, რომ აუცილებელია ერთმანეთს ვგავდეთ...
No comments:
Post a Comment