უკვე 15_ია, მე_20 თხუთმეთი და მე ისეთს ვერაფერს ვგრძნობ...
ადრე მიხაროდა, ახლა ვოცნებობ...
მე რომ ფრთებით დავბადებულიყავი, ფრენას როდი ვისწავლიდი. ჩუმად დავიჭრიდი, რომ სხვებივით მეოცნება მასზე (ზოგჯერ ოცნება ფრთებზეც ძვირფესია)...
ჩემთვის ბედი რომ დაეწერათ, მოვკვდებოდი, რათა ისევ დავბადებულიყავი. ამჯერად ბედისწერისგან თავისუფალი...
სრულყოფილი რომ ვყოფილიყავი, მაინც ძონძებით ვივლიდი. ვეცდებოდი როგორმე დამემალა, სხვებს არ შეშურებოდათ (გარშემო ისედაც ბევრი შურია)...
ჩემთან რომ ეცხოვრათ, შევაშინებდი ვუდუს თოჯინის წყეული აზრებით, რომელიც არ გავნებს თუ არ იჯერებ...
ცოტა მეტი იღბალიც რომ მქონოდა, დონატელო მერქმეოდა. ვიხეტიალებდი იტალიის ვიწრო, ბნელ ქუჩებში და მეტს არაფერს გავაკეთებდი, ოღონდ კი დონატელო მრქმეოდა...
ჩემთვის რომ მითების შეთხზვა ეთხოვათ. მგზნებარე სატირებით დავიწყებდი და მომხიბვლელ არფებს დავადუმებდი, რადგან (ისინი) მიწიერების აზრზე არ არიან, არადა ბევრი კი დაკარგეს...
ვინმე თუ მეყვარებოდა, იგი აუცილებლად არამიწიერი იქნებოდა და ჩემს სიყვარულსაც მტვერს გაუბნევდა...
მესამე თვალიც რომ მქონოდა, ცხადად დავინახავდი რაც იგულისხმა ბუნებამ ჩემში...
თუ რამეზე ვიოცნებებდი, ალბათ ეს უდაბნოს ქვიშაზე ფთიანი ფენიქსების ხილვა იქნებოდა და ჯადოსნურ რძესაც დავაგემოვნებდი, ანდა ეგვიპტის მივიწყებულ სარკოფაგში უკმაყოფილო მუმიების ლუდღუნის სმენით დავტკბებოდა...
ლაპარაკი რომ არ მცოდნოდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდი, რადგან ხმის ამოღება ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს...
ჯობდა, გაცილებით ხისტი, ან მარტივი ვყოფილიყავი. ამით ჩემს თავს დავზოგავდი და „ფენშუის“ მნიშვნელობის საძიებლად სიცოცლის საათებს არ გავხარჯავდი...
მე რომ ის არ ვყოფილიყავი ვინც ახლა ვარ, გავჩუმდებოდი და სიჩუმე მერქმეოდა.
მეტი რომ მცოდნოდა, ახლა მეტს მაინც არ დავწერდი, რადგან ჩემზე მეტი სხვას ეცოდინებოდა და ერთს გულიანად ჩაიცინებდა ჩემზე.
სიყვარულს სული რომ ჰქონოდა ჯოჯოხეთს შენებას დავუწყებდი, რომელსაც ვიწრო ოთახის ფორმა ექნებოდა, მუდამ ჩაკეტილი ერთადერთი კარით და არც ერთი სარკმლით. სიყვარულს სხეულიც რომ ჰქონოდა, შევაცდენდი. შიშველს გამოვკეტავდი შიგ და მითიური ცერბერივით დავდგებოდი კარიბჭესთან რათა არავინ შემეშვა, მითუმეთეს არც გამომეშვა. სიყვარულს გრძნობები რომ ჰქონოდა აუცილებლად ეყვარებოდა. მე კი მას დავტანჯავდი , იქამდე სანამ ბედნიერებას(თავის საყვარელს) არ ინატრებდა.
ბედნიერებას გული რომ ჰქონოდა, აუცილებლად მოვიდოდა ჩემს კარიბჭესთან. იბრძოლებდა სიყვარულისთვის, ბოლოს კი დამარცხებულიც უკანასკნელ სურვილად ჯოჯოხეთს მთხოვდა, სიყვარულით. ავუსრულებდი მომაკვდავს თხოვნას და ორივეს ერთად დავტანჯავდი, მაგრამ ერთად მათ ვერც სიყვარულს და ვერც ბედნიერებას ვერ წავართმევდი. ჯოჯოხეთური ჰადესივით გულაჩუყებული შეყვარებულ ორფეუსსაც გავატანდი სატრფოს და ყოველგვარი პირობებისგან გავათავისუფლებდი, ოღონდ კი მათი ტანჯვა მეორედ არ მენახა. მხოლოდ მაშინ, დავუბრუნებდი სიამოვნებით კაცობრიობას წართმეულს. თუმცა ასე როდი ხდება. ბედნიერება ფლიდია, ორპირი და ამპარტავანი. ამიტომაც აძლევს თავს ყველაფრის უფლებას. სიძუნწე და გაუმაძღრობა ემართება მაშინ, როდესაც ღმერთმა განუსაზღვრელი ნიჭითა და სიმდიდრით დააჯილდოვა იგი. მას შეიძლება ყველგან წააწყდეთ, ყოველ დღე, მაგრამ შანსია არც შემოგხედოს, უბრალოდ ზურგი გაქციოს და გვერდით ჩაგიაროს. ეს იმიტომ, რომ თურმე მისთვის შესაფერისად არ გეცვა, ან იმიტომ, რომ შენგან სანაცვლოდ ბევრს ვერაფერს წაიღებდა. აბა დაფიქრდი. შენ ხომ ღატაკი ხარ, “იმედის ქოხის“ ეული ბინადარი, სადაც სტუმრები არ დადიან, უბრალოდ ცოტა ხნით თავს აფარებენ და მერე მიდიან. შენ კი შერჩი და შენი გგონია სახლი, რომელიც სადაცაა თავზე ჩამოგენგრევა. უკვე იმედის მეტი არაფერი გაგაჩნია, ამითკი ბედნიერებას ვერასდროს მოხიბლავ.
რძე არ კლავს წყურვილ, მე იგი მძულს. თუმცა ფენიქსმა სხვა ბევრი მასწავლა...
yvela winadadebashi aris ragac... ai ver getyv ra, an ki sityvebi ra sachiroa...
ReplyDeletemgoni, eg is shemtvevaa roca witldebian. xalxo ratom var aseti nagli? :D
ReplyDeleteAre you alive? =)
ReplyDeleteMokled, cota xani da mere bizz... ;)
ReplyDeleteცოტა არ იყოს და..გენიალურია : )
ReplyDelete