მეც მომინდა ჩემი მქონოდა, „სემირამიდა“ ამეგო მთვარის პოლუსზე, მაგრამ ვერ მოვრწყე და ჩამომეშალა. სამყარო გამეყო, დანაწევრდა. ზოგს თავისი ადგილი გამოვუყავი ჩემსაში. მდგმურად ვაცოხვრე ჩემთან ახლოს, შემდეგ ისინი წავიდნენ და კარზე მუქად დამიტოვეს „გასულია“. მას შემდეგ გასულია დიდი ხანი, ვიცი უფრო მეტიც გავა, მაგრამ არ დაბრუნდებიან. თუმცა მათ ოთახებს ისევ არ ვასხვისებ. ხშირად ხდება, როცა მიტოვებულ კართან ვდგევარ, ვფიქრობ როგორ მოვიქცე, მოუთმენლობა მძლევს, მაინც ვაღებ და ვათვალიერებ. იმ ნივთებს ვეხები, რომლებიც „გასულებმა“ დამიტოვეს. ბევრი უსარგებლო რამ დამიგროვდა, თუმცა აუცილებელია ისინიც არსებობდნენ, რადგან ერთ დროს მათ მნიშვნელობა ჰქონდათ. არასდროს არ მყოფნის საკუთარი თავი და ვიჩიჩქნები სხვებში...
მინდა ვიყო თავისუფალი ყველასაგან, საკუთრი თავის ჩათვლით. ვიცხოვრო ისე, რომ სალექციო „დიქტანტს“ არ დავამსგავსო ჩემი ქმედება. მინდა ისე, როგორც სხვას არ უცხოვრია და გადავდგა ნაბიჯები, რომლისაც მხოლოდ შეშურდებათ. მე არ ვაღიარებ საზოგადოებრივ „ზომებს“, იმას ვაკეთებ რაც მინდება და უკვე ზუსტად ვიცი რაც მჭირედება. საკუთარ თავთან პაემანი, მარტივი არ იყო, ძვირი დამიჯდა. თუმც უფრო მეტი შევიტყვე ჩემს „მეზე“ მაინც ვერაფერი შევცვალე, რადგან პასუხზე მეტი კითხვებია. მე ვქმნი სამყაროს, რომელშიც მინდა ვიცხოვრო. ღმერთის სამყაროს ამოვანიშნე ჩემი სამყარო, ვთვლი ნიჭიერად. „შენ“ და „თქვენ“ ყველანი „ჩემ მიერი“ ხართ. ოდესღაც მარტო ვიჯექი და თქვენს ესკიზებს ვქმნიდი მაჯით გაქექილ ყვითელ ფურცლებზე. თუ რომელიმე მიგიღეთ შემთხვევით არ ყოფილა. თქვენში ვიცანი ჩემი ხელწერა. ჩემი შექმნილია ტილო, რომელიც სიგიჟემდე მოგწონს და შენ შდევრად თვლი. მე დავწერე სონატა, რომლითაც დილას იწყებ და ასე გიყვარს. ადრე ავაგე პირამიდა, რომელიც ასე გაოცებს, მაგრამ დეღეს, არ მესმის, რისთვის იყო საჭირო ამდენი, თუკი ისევ ახალს შევქმნიდი, ისევ ხატვა მომიწევდა, წერა და შენება (სანგრების) „თქვენგან“ დასაცავად.
შინაგანი ბუტაფორია გამცდა მე და გადაეღვარა მატერიას...
No comments:
Post a Comment