ვბრაზობ იმიტომ, რომ მეც მომწვდნენ...
მეც შემაძულეს...
მერე და როგორ მიყვარდა...
ამ ზაფხულს სწავლასაც კი ვაპირებდი. თან ფულს ვაგროვებდი საკუთარი რომ მეყიდა, მაგრამ ახლა..?
არა, გმადლობთ...
მაღაზიის ვიტრინაშიც არ შემიძლია მისი ყურება...
მძულს ყველა დიდი და ცნობილი პროსპექტი ჩვენს ქალაქში...
მე აქ ამცრეს და სამუდამოდ "ანტი_გიტარინი" შემიყვანეს სხეულში.
როგორ?
მარტივად...
გადიხარ გარეთ. ყოველი მეორე გიტარით ხელში, ან ზურგზე. ასეთების დიდ ნაწილს არ ესმის რა დანიშნულება აქვს ამ ნივთს იმის გარდა, რომ აიკრა და ატარო. ვინც ამდენს ხვდება იმან დაკვრა არ იცის და მოსწონს სეირნობა გიტარასთან ერთად. იშვიათია ისეთები ვისაც უყვარს, იცის და უკრავს კიდეც...
არიან ისეთებიც ვინც გიტარას ებყრობიან როგორც ქალს და მათი დაკვრაც ერთგვარი პრელუდიაა ვნებისა და მუსიკის...
არა, ასეთი ჯერ არ გავმხდარვარ, მაგრამ ...
ცუდი ის არის, რომ „გამოგიტარებულ“ ადამიანებში ვერ გამირჩევია კარგი და ცუდი და შევიძულე. შევიძულე ერთნაირად...
რატომ?..
შენს თავს კითხე, როგორ უნდა შეიყვარო „გამოგიტარებული თაობა“, რომელსაც იშვიათად თუ რამე აინტერესებს და ისიც მხოლოდ სექსუალურ წრეს არ ცდებ, მაგრამ ამასაც ვაპატიებდი, კედებიც რომ არა...
კედი?
მგონი, დროა სანაგვეზე მოვისროლო. თუმც, არ მემეტება...
როცა ამას ვიზავ, იმიტომ კი არა რომ სხვამ ჩაიცვა ისეთი, როგორიც მე ან რაღაც მსგავსი. არა, უბრალოდ ყველა კედს მძუძე მოედო ჩემთვის და მე მის მოშორებას არ ვაპირებ...
კედი როგორც პრეისტორიული მონუმენტი, ისე დაძველებულა ამ ადამიანების ფეხზე...
განმეორება, მიჩვევა, ჩვევა ყოველთვის ცუდია. ძიება, სიახლე, უცხო ყველაფერზე წინ დგას. ძალიან კარგის განმეორებას, ნაკლებად კარგის შექმნა ჯობია. ჩვევა არასოდეს არის კარგი, მასში ყოველთვის იგულისხმება მავნე და ცუდი. ჩვევა სისუსტეს გავს. ეჩვევი და ვერ ივიწყებ, ძალა არ გყოფნის მიატოვო. ნერვები, დახეული ნერები ჩვევებია. ნერვები რომელსაც ვერ იმორჩილებ სისუსტეა. ყველაფერი სისუსტეა რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევ. აღიარებაც სისუსტეა. გაჩუმებაც სისუსტეა. შეგუებაც სისუსტეა. უკონტროლობაც იგივეა…
მე მინდა კონტროლი ვისწავლო და ამას დღეიდან დავიწყებ...
No comments:
Post a Comment