ნაბიჯს არ გადავდგავთ საზღვრებს გარეთ, გრძნობას არ გავამხელთ დროზე ადრე. გვემართება ისეც, რომ ძილში ვღალატობთ საკუთარ პრინციპებს, გავურბივართ სხეულს და ვიპარებით საყვარელი ქალის ოთახში. რათა მძინარეს მივუსწროთ, თვალი შევავლოთ შიშველ სხეულს და დავტკბეთ...
ყველა ადამიანი "კომპრაჩიკოსია" საკუთარი სულის. ვამახინჯებთ მას, ჩვენი წარმოდგენებით, ვითომ და ლამაზი ფანტაზიით. ვერ გადაგვიწყვეტია გრძნობა უფრო მეტია ჩვენში თუ გონება. სული, თუ სხეული? პასუხი ჯერ არ არის, ან არის რომელიც დოგმებს არ ცდება და ყოველთვის სარწმუნოებამდეა დასული.
თავიდან არ ვეძახით საკუთარ თავს "მე"_ს, ამას დროთა განმავლობაში ჩვენ თვითონ ვირქმევთ...
სიცოცხლე დაბადებით არ იწყება. ბავშვვი მხოლოდ უწყინარი არსებაა, ცარიელი, სარკის მსგავსი, რომელიც ნებისმიერ გამვლელს ირეკლავს და ადამიანად მხოლოდ მაშინ იბადება, როცა დაიწყებს ფიქრს. ფიქრი უკვე ადამიანურია, რითაც გამოვირჩევით ყველასგან. მერე მოდის საკუთარი თავის ძიების პროცესი, რომელიც არასდროს სრულდება და იწყება ადამიანური ცხოვრება უძირო ფიქრით და დერვიშული ძიებით...
სამყარო წარმოუდგენლად დიდია, მაგრამ უსასრულო და განუმეორებელი ვერ იქნეაბა. შეუძლებელია, საგნები და მოვლენები არ მეორდებოდეს. ვინაიდან არ არსებობს დასასრული დასაწყისის გარეშე და არსებული საზღვრების გარეშე... უშედეგოდ ვცდილობთ, ცხოვრებას თამასში ავუწყოთ და მერე ჩვენი წესებით განვაგრძოთ. ასე რთულია...
ჩემს ასაკში ვეღარ ერთობიან ქარის წისქვილებთან ომით და უფრო მეტს ითხოვენ საკუთარი თავისგან...
ინვენტარით შევსებული სული ამინისტიის მოლოდინშია და ჩნდება უცნაური სურვილები, თავის რეალიზებისა...
მაგალითდ სურვილი_ "მკვლელობა"...
მკვლელობის სურვილი ცოტა მოგვიანებით ჩნდება. რაც ყველას ემართება. ყველა ადამიანი მკვლელია, მე ეს ვიგრძენი დღეს და შემაწუხა. ამისთვის საინტერესოა, ერთი შეხედვით უწყინარი მაგალითის გაანალიზებაც. როცა მონადირე იარაღით ხელში სანადიროდ მიდის, მაშინ რა ხდება? მკვლელს აღვიძებს, თუ ცდილობს მკვლელობის სურვილი ჩაიკლას თავში და მოთხოვნილება ასე დაიკმაყოფილოს? (ამაზე პასუხი თვითონ გაეცით)...
უსუსურობა ყველაზე მეტად მაშინ გვაწუხებს, როცა სიძლიერეს დავეძებთ საკუთარ თავში და ვცდილობთ, რაღაც დავამტკიცოთ, ვინმეს დავუმტკიცოთ... არა და ამ დროს, უსასრულობაშიც კი შეზღუდული გეჩვენება საკუთარი თავი.
მე არ მჯერა რეინკარნაციის , მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ კი. შეცდომა იქნა დაშვებული ჩემი დე-მატერიალური არსების ტრანსფორმაციაში. იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა არ მეკმარება. ადამიანებში კი მთავარია რწმენაა. იგია ღმერთი. თუ ადამიანს ჯერა სულის მარადიულობის, მაშინ მისთვის ასეც იქნება. ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გაუგრძელდება. თუ სწამს მხოლოდ მიწიერების, ყველაფერი იქ დასრულდება სადამზეც რწმენა ეყოფა. ვინც ხშირად ფიქრობს მარტოობაზე, იგი მარტო რჩება. ვისაც სასწაულის ჯერა მისთვის იგი აუხსნელი რჩება. სკეპტიკოსები კი ყველაფერს ახსნას უძებნიან, რადგან არ წამთ და ა.შ.
ვაღიარებ, მე ნახევარი ვარ, ვიღაცის ნაწილი. ამიტომ ყოველთვის მაკლდა სხეულიც, სულიც, თავიც და რწმენაც. ნაწილებად დაშლილს მსურს ერთ მთლიანობად სისავსე... ჰოპოთალამუს ამოჭრილი დავეხეტები დონორის მოლოდინში, რომელიც არა და არ გამოჩნდა (" ჰიპოთალამუსი"_ჯირყვალი სადაც სულია კონცენტრირებული რენე დეკარტეს თანახმად). ამ ფონზე კი ნებისმიერი ჩემი აზრი ხელოვნური ჩანს, სერიოზულობა_ხუმრობა, ქცევა_უაზრო და ნათქვამი_არასაიმედო...
მაკვირვებს ლოკოკინა, რომელიც ტოტზე სამს გადის და ერთს ჩამოდის...
No comments:
Post a Comment